შსს-ს პრესსამსახური: გიორგი მღებრიშვილი თავს კარგად გრძნობს

© Sputnik / Alexander Imedashviliშს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს–მ უარყო ინფორმაცია მინისტრის ავადმყოფობის შესახებ

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
სურს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში?

 კვირას ქართულ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შს მინისტრი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გიორგი მღებრიშვილი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს", – აღნიშნეს შსს–ს პრეს–სამსახურში.

მღებრიშვილის სახელმა უფრო ადრე რუს პრანკერებთან დაკავშირებულ სკანდალში გაიჟღერა, სადაც თითქოსდა საქართველოს შს მინისტრი უკრაინელ კოლეგას ესაუბრება. შსს ამ ინფორმაციას ასევე კატეგორიულად უარყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0