თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ისრაელში მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი ისრაელ კრისტალი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო РИА Новости ტელეარხ i24news-ზე დაყრდნობით.
კრისტალი პოლონეთში დაიბადა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახთან ერთად ერთი საკონცენტრაციო ბანაკიდან მეორეში გადადიოდა. ჰოლოკოსტის დროს მისი ორი შვილი, შემდეგ კი მეუღლე მოუკლეს.
1950 წელს ის ისრაელში ემიგრაციაში წავიდა და სიცოცხლის ბოლომდე ქალაქ ჰაიფაში ცხოვრობდა.
გინესის კომისიის ინფრომაციით, კრისტალი პოლონეთში 1903 წლის 15 სექტემბერს დაიბადა და 113 წელი და 330 დღე იცოცხლა.