თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. პერუში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აშშ–ის გეოლოგიური სამსახურზე (USGS) დაყრდნობით.
მიწისქვეშა ბიძგები UTC–ს დროით 21:45 საათზე ქალაქ კამანიდან ჩრდილო–დასავლეთით, 89 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 34,7 კილომეტრ სიღრმეში იყო.
სააგენტო "როიტერის" მონაცემებით, პროვინცია არეკიპის გუბერნატორმა იამილა ოსირიომ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გზების გაწმენდა ჩამოწოლილი მეწყრისგან.