დღეს სახალხო დღესასწაული დიდგორობაა

© courtesy of Tetritskaro Municipalityდიდგორობა
დიდგორობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

 1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე, მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში  თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და  ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.

 12 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 896-ე წლისთავი აღინიშნება. დღესასწაულის  ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული ღონისძიებები: 

© photo: Vepkhvadze artists' dinasty / FBდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი - Sputnik საქართველო
დავით აღმაშენებელი

• კულტურული ღონისძიებები

• ძირითადი საკონცერტო წარმოდგენა — ეპოქის გაცოცოცხლება სხვადასხვა თეატრალიზებული წარმოდგენებით

• გამოფენები — ქართული ტრადიციული რეწვის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები

• სახალხო სეირნობა

2. სპორტული ღონისძიებები:

• ქართული ჭიდაობა

• მკლავჭიდი

• დოღი

 დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო —,,დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.

 ღონისძიებას დაესწრებიან  მთავრობის წარმომადგენლები, თავდაცვის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის პირები, ასევე მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.

დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.  

დიდგორის დიდი შემოქმედი

 თურქ-სელჩუკებს ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა. მათი  ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით 250-300 ათასიდან  500-600 ათასამდე მერყეობდა. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. ყველა მონაცემიდან აშკარაა, რომ დიდგორის ველზე, რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით, არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს. 

 დავით IV-ის განკარგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. მათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი,  500 ოსი და 100,,ფრანგი” (,,ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე,  ევროპელებს ეძახდნენ.).

 ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისაკენ გაემართა. მაჰმადიანებს ისინი მოღალატეები ეგონათ და თავიანთ  ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა.  ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია — დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან უფლისწული დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.   სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

ხატია გიგოლაშვილი 


ყველა ახალი ამბავი
0