ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირზე ოთხი მოგებული შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფალავანმა ფინალში იაპონელ დაიკი ნაკაჰაში იპონით დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik.  ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა — ოქრო და ბრინჯაო. მსოფლიოს ჩემპიონი 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, გოგონათა შორის ბრინჯაოს პრიზიორი კი — მარიამ ჭანტურია (-63), იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.

ტურნირზე ოთხი მოგებული შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფალავანმა ფინალში იაპონელ დაიკი ნაკაჰაში იპონით დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

მანამდე სანტიაგოში 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი ლუკა კაპანაძე გახდა. ამგვარად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის პირად შეჯიბრში მოპოვებული სამი მედალია — თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

სანტიაგოში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 13 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0