თიკა ფაცაცია: მინდოდა შეცდომებისგან დაზღვეული ვყოფილიყავი
„თავდაპირველად ნათესავი ქალბატონი მოვიდა ჩვენთან ძიძად, ვინაიდან კარგად ვიცნობდი და მინდოდა შეცდომებისგან დაზღვეული ვყოფილიყავი. ბოლოს გრაფიკში ვეღარ შევეწყვეთ და ამის მერე უცხო ადამიანი მოვიდა ჩემთან“, — ამბობს თიკა ფაცაცია.
ცნობილი ტელეწამყვანის თქმით, საუბრის მანერიდან გამომდინარე, სათნო გარეგნობით პირველივე შეხვედრაზე დადებითად განეწყო ქალბატონის მიმართ, რომელიც შემდეგ მისი შვილების ძიძა გახდა. იგი უკვე 13 წელია თიკას შვილებს უვლის, ამეცადინებს და უმზადებს კერძებს.