იაპონურმა მანქანათმშენებლმა კომპანიამ ააწყო სპინერი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად ბრუნავს. აქამდე არსებული მოდელები რამდენიმე წუთის განმავლობაში ბრუნავდნენ.
როგორც "ფრანს პრესი" იუწყება, სპინერების სამყაროში "როლს-როისის" შესაქმნელად კომპანიამ NSK გამოიყენა კოსმოსური თანამგზავრებისთვის შემუშავებული საკისრები. ახალ მოდელს Saturn Spinner დაერქვა და ის 13,5 წუთის განმავლობაში ბრუნავს.