ფილიპინებთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / G. Koposov / გადასვლა მედიაბანკშიმიწისძვრის სეისმოგრამა
მიწისძვრის სეისმოგრამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მანილის სკოლებსა და ოფისებში ევაკუაცია ჩატარდა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ფილიპინების კუნძულ ლუსონთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე (USGS) დაყრდნობით.

მიწისძვრა დაფიქსირდა პარასკევს, 05:28 საათზე UTC-ს დროით (თბილისის დროით 09:28). მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დასახლებული პუნქტი ბალაიანიდან 8,1 კილომეტრში იყო ჩრდილო-დასავლეთით. მიწისძვრის კერა 168,2 კილომეტრ სიღრმეზე მდებარეობდა.

სააგენტო "როიტერის" მონაცემებით, რომელიც სეისმოლოგების ინფორმაციას ეყრდნობა, მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,6 შეადგინა, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მანილაში, სადაც, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლებსა და ოფისებში ევაკუაცია ჩატარდა.

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

ყველა ახალი ამბავი
0