თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული ორ ადგილასაა

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშისაცობი
საცობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში აზოტის დიოქსიდის შემცველობა ყველაზე მეტად მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტის“ მიმდებარედ დაფიქსირდა.

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik.  საქართველოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონების ქალაქებში იმ ადგილების სია გაასაჯაროვა, სადაც ჰაერი  მეტად დაბინძურებულია.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს 20 ქალაქში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი 134 მოწყობილობა  დაამონტაჟეს. აქედან აზოტის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრის მიზნით 68 მილაკი, ოზონის — 28, გოგირდის დიოქსიდის — 28 და ბენზოლის — 10. ყველა მოწყობილობაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ირწმუნებიან სააგენტოში. 

საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
იწვევს თუ არა ჰაერის დაბინძურება სიმსივნეს – რა მდგომარეობაა თბილისში

ამასთან,  აზოტის  დიოქსიდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ორ ადგილას: მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარედ დაფიქსირდა. აზოტის  დიოქსიდის საშუალო მაჩვენებელი დედაქალაქის 14 წერტილში დაფიქსირდა. 

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, აქ აზოტის დიოქსიდის საშუალო მაჩვენებელი  ატმოსფერულ ჰაერში ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, ბათუმის სამ წერტილში, ქალაქებში — თელავში, ქუთაისსა და ზესტაფონში — 2-2  წერტილში, ხაშურში, სამტრედიასა და გორში — 1-1 წერტილში.

აზოტის დიოქსიდი ძირითადად სასუნთქ გზებსა და ფილტვებზე მოქმედებს, ასევე იწვევს სისხლის შემადგენლობის ცვლილებას, კერძოდ ამცირებს სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას.

ადამიანის ორგანიზმზე აზოტის დიოქსიდის ზემოქმედება  აქვეითებს დაავადებებისადმი წინააღმდეგობის უნარს,  განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს ქსოვილების ჟანგბადოვან შიმშილს. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0