თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. Viber–ის მესენჯერმა წარმოადგინა შესაძლებლობა, აკაუნტთან დაკავშირებული ტელეფონის ნომრის შეცვლისას არ დაკარგოს თავისი მონაცემები, იუწყება "Sputnik–ბელარუსი" კომპანიის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
ნომრის შეცვლის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ძირითად მოწყობილობაზე: სმარტფონზე ან პლანშეტზე SIM–ბარათით. ამისთვის საკმარისია მოწყობილობაში ახალი SIM–ბარათის დაყენება – პროგრამა ავტომატურად ახდენს მის იდენტიფიცირებას და მომხმარებელს შესთავაზებს ტელეფონის ნომრის შეცვლას, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, მიმოწერის ისტორიის შენახვას.
ამის შემდეგ, ნომრის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ ახალი ნომრის შეყვანა და მისი დადასტურება SMS–ში კოდის მიღებით.
თუ მომხმარებელი არა მარტო ტელეფონის ნომრის, არამედ თავად მოწყობილობის გამოცვლას აპირებს, მაშინ აუცილებელია ძველი სმარტფონიდან კონტტაქტების ახალზე გადატანა. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სმარტფონი იგივე რჩება: მაგალითად, მონაცემების გადატანა Android–იდან iOS–ზე არ მოხერხდება, დააზუსტეს პრეს–სამსახურში.
მათ, ვინც Viber–ს ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობაზე მოიხმარს (სმარფონი, პლანშეტი, კომპიუტერი), განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ. ნომრის გამოცვლის წინ სჯობს დარწმუნდნენ, რომ მესენჯერი დამატებით მოწყობილობებზე განახლებულია ბოლო ვერსიით. წინააღმდეგ შემტხვევაში აკაუნტი მათზე დეაქტივირებული იქნება.