ლონდონში მაღაზიას ორსართულიანი ავტობუსი "ეწვია"

© REUTERS / Dylan Martinezლონდონში ავტობუსი მაღაზიის ვიტრინას შეეჯახა
ლონდონში ავტობუსი მაღაზიის ვიტრინას შეეჯახა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლონდონში ავტობუსი მაღაზიის ვიტრინას შეეჯახა, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ლონდონში ორსართულიანი ავტობუსი მაღაზიას შეეჯახა, არიან დაშავებულები, იუწყება "Sputnik–მოლდოვა".

"პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე, ლევენდერ ჰილში იმყოფებიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები რამდენიმე მგზავრს პირველ სამედიცინო დახმარებას უწევენ", – განაცხადეს პოლიციაში.

Looks like they are still trying to get people off the bus on #lavenderhill!!!! pic.twitter.com/diPhqZXief

მედიკოსებმა, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ დახმარება ექვს ადამიანს დასჭირდა.

მეხანძრეების ინფორმაციით, ავარიის პროვოცირება მაღაზიის ფასადის ჩამონგრევამ განაპირობა, შედეგად ავტობუსის მეორე სართულზე ორი ადამიანი დაბლოკილი აღმოჩნდა. მეხანძრეები მათ გამოყვანას ცდილობენ. საუბარია ორ ქალზე. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გონზე არიან.

ყველა ახალი ამბავი
0