თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ყირიმის კოქტებელში, რომელიც უკვე 18 აგვისტოს საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალ Koktebel Jazz Party-ს მონაწილეებსა და სტუმრებს მიიღებს, ჩაიტანეს 20 ტონამდე განათებისა და ხმის დანადგარები.
ტვირთი განკუთვნილია ორი სცენისათვის, რომლებზეც 18-20 აგვისტოს წარდგებიან სახელოვანი ჯაზმენები და ახალგაზრდა ჯაზ-შემსრულებლები რუსეთიდან, აშშ-დან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ზღვისპირა კოქტებელში ჯაზის XV სეზონის მთავარი სცენის გასაფორმებლად ორგანიზატორებმა 300-ზე მეტი სანათი მოწყობილობა ჩაიტანეს, რომელიც ღია ცის ქვეშ მიმდინარე ჯაზფესტივალის განუმეორებელ ატმოსფეროს შექმნის.
ფესტივალ Koktebel Jazz Party-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე koktebel-jazz.ru. ფესტივალის ოფიციალური ჰეშტეგი — #KJP2017.
Koktebel Jazz Party — ეს 2003 წელს დაარსებული ყოველწლიური საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალია. ფესტივალი გაჩნდა როგორც კოქტებელის ჯაზის დამაარსებლის — ჟურნალისტ დმიტრი კისელიოვის კერძო ინიციატივა. ყირიმის პატარა დასახლებამ მისცა სახელი ფესტივალს, რომელსაც ჯაზ-ღონისძიებების სიაში აღიარებული ადგილი უკავია.
Koktebel Jazz Party — ეს მხოლოდ მსოფლიო დონის ჯაზი როდია, ეს ნამდვილი თავისუფლებაა, რომელიც მუსიკის, ზღვის, სხეულისა და სულის ერთიან ვიბრაციას ქმნის. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანიათა ჯგუფი "წითელი კვადრატი".
ფესტივალ Koktebel Jazz Party-ს საინფორმაციო მხარდაჭერა: საერთაშორისო მედია-ჯგუფი Russia Today, ტელეარხები "რუსეთი 1", "რუსეთი-კულტურა" და "რუსეთი 24", რადიო JAZZ 89.1 FM, "მაიაკი" და "კულტურა", რადიოსადგური "ვესტი FM" და ევრაზიის საკომუნიკაციო ცენტრი. სპეციალური პარტნიორი — კომპანია "სმოლენსკის ბრილიანტები".