ციანიდის საქმე დასკვნით ეტაპზეა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ციანიდის საქმეზე პროკურატურამ 100-ზე მეტი მოწმე დაკითხა და 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია, განუცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ტელეკომპანია „იმედს".
ციანიდის საქმე დასკვნით ეტაპზეა

„ეს გახლავთ უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ მოსამართლე დავარწმუნეთ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში. გარდა ამისა, ვარწმუნებთ საზოგადოებასაც, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებლად დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, — განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, აბსურდია პროკურატურის განცხადება იმის შესახებ, რომ ბრალი საფუძვლიანად არის წაყენებული.

„თუ გავითვალისწინებთ, რა მტკიცებულებები არის საქმეში, შემიძლია გითხრათ, რომ ის ათტომეული სუფთა მაკულატურაა და არაფერი არ მტკიცდება. რაც შეეხება მოწმეების დაკითხვის პროცესს და მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს, ვერც ერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება წაყენებული ბრალის საფუძვლიანობა“, — განუცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.

ყველა ახალი ამბავი
0