თბილისში 280-ზე მეტი გველი დაიჭირეს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიგველი
გველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
282 დაჭერილი გველიდან შხამიანი არც ერთი არ აღმოჩნდა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილის ლერი ქვარაიას მონაცემებით, მაისიდან 16 ივლისის ჩათვლით პერიოდში თბილისში 282 გველი დაიჭირეს.

"16 ივლისის მონაცემებით, გადაუდებელი დახმარების სამსახურსა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით სულ 580 გამოძახება შემოვიდა. რეაგირება გვქონდა 557 გამოძახებაზე, დანარჩენები გაუქმდა. დავიჭირეთ 282 გველი, შხამიანი არც ერთი არ აღმოჩნდა", – განაცხადა ქვარაიამ "Sputnik–საქართველოსთან" ინტერვიუში.

გველი - Sputnik საქართველო
გველების შემოსევა: დასახელდა თბილისის ყველაზე საშიში უბანი

მისი თქმით, გველები თბილისის ყველა რაიონში დაფიქსირდა და არ არის ისეთი გამორჩეული ადგილი, სადაც ისინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყვნენ.

"გავრცელების არეალი ძალზე ფართოა. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ფრთხილად იარონ ბუჩქებში, მაღალ ბალახში და იქ, სადაც შეიძლება სოროები იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ გველებს ჩვენი უფრო ეშინიათ, ვიდრე ჩვენ მათი. თუ გველს არ შევაწუხებთ, არ დავადგამთ ფეხს, ის არ დაგვესხმება", – განაცხადა ქვარაიამ.

ამასთან, მან მოსახლეობა გააფრთხილა, გველის კბენის შემთხვევაში ჭრილობა წყლითა და საპნით დაიბანონ, არ იმოძრაონ და გამოიძახონ სასწრაფო დახმარება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გველი შხამიანი არ არის.

"გამოიძახეთ სასწრაფო. თუნდაც გველი შხამიანი არ იყოს, შესაძლებელია ალერგიული რეაქცია", – განაცხადა ქვარაიამ.

მისი თქმით, გველების "შემოსევა" სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ეს ქვეწარმავლებში უკავშირდება "საქორწინო"და კვერცხის დების პერიოდს.

შხამიანი გგველის ნაკბენის შემთხვევაში რჩება ორი კბილის კვალი, ხოლო არაშხამიანის – ბევრი კბილის, აღნიშნა ქვარაიამ.

ყველა ახალი ამბავი
0