ფოთის ბაზრის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოვაჭრეები სამართალდამცველ ორგანოებს გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ფოთში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა 40-მდე მოვაჭრემ მორიგი საპროტესტო აქცია ქალაქის პროკურატურასთან გამართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფოთის ბაზარში ხანძრის შედეგად შექმნილ სიტუაციას განიხილავენ - Sputnik საქართველო
ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგები ფოტოებზე

ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე 10 ივლისს, დაახლოებით 7 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა. ორი საათის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობას ცხრა სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. დაიწვა 500 კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორია — 150 მაღაზიიდან 70. მოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ ვიღაცამ მიზანმიმართულად გააჩინა ცეცხლი.

მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველ უწყებას საქმის დროული გამოძიებისაკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბაზრის ადმინისტრაციას ერთჯერად ფინანსურ დახმარებას სთხოვენ, რათა თავინთი საქმიანობა განაახლონ.

ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

ყველა ახალი ამბავი
0