უბედური შემთხვევა სოფელ ლიაში – მამაკაცი ხის დაცემის შედეგად დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, შემთხვევა სოფელ ლიაში, სატყეო უბან „ოხაჩქუეში“ მოხდა.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე.

წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, შემთხვევა სოფელ ლიაში, სატყეო უბან „ოხაჩქუეში“ მოხდა.

„უბედური შემთხვევა მოხდა. სატყეო უბანზე ყოფნისას ადგილობრივ მკვიდრს ხე დაეცა და დაიღუპა“, — აღნიშნა გამგებელმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0