კომერციული დავების განმხილველი მოსამართლეების ვინაობა ცნობილია

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესდავებს რომ სპეციალურად გადამზადებული მოსამართლეები განიხილავენ, ეს ბიზნესგარემოზე დადებითად აისახება, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს.
კომერციული დავების განმხილველი მოსამართლეების ვინაობა ცნობილია

„საქართველოში ბიზნესდავები იშვიათობას არ წარმოადგენს და, შესაძლოა, მხოლოდ ოთხი მოსამართლე მათ ვერ აუვიდეს“, — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა "Sputnik-საქართველოსთან” საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც ოთხი მოსამართლისგან დაკომპლექტდა. ესენი არიან თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია. მოსამართლეები განიხილავენ სანივთო სამართლებრივ, სამეწარმეო სამართლებრივ, გაკოტრების საქმეებს და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს, რომელთა დავის საგანი აღემატება 500 000 ლარს.

ყველა ახალი ამბავი
0