ბასილაშვილმა მონრეალის საჩოგბურთო ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 16,5 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (63) მონრეალში АТР-ს სერიის "მასტერსის" ტურნირის პირველი რაუნდი ვერ გადალახა — ორ სეტში ამერიკელ ერნესტო ესკობედოსთან (85) წააგო – 6:7, 4:6.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბასილაშვილისა და მსოფლიოს მე-14 ჩოგანის ტომაშ ბერდიხის შეხვედრა, მაგრამ ჩეხმა სპორტსმენმა ტრავმის გამო ტურნირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. მისი ადგილი ესკობედომ დაიკავა.

პირველ სეტში ორთაბრძოლა თანაბრად წარიმართა და პარტიის გამარჯვებულის გამოვლენა ტაი-ბრეიკით მოხდა, სადაც უფრო ძლიერი ამერიკელი აღმოჩნდა.

მეორე სეტში ესკობედოს მნიშვნელოვანი უპირატესობა ქართველ ჩოგბურთელზე ნამდვილად არ ჰქონია. ერთადერთი კომპონენტი, რომლითაც მან ბასილაშვილს აჯობა, პირველი ჩაწოდების შემდეგ მოგებული ბურთების პროცენტია — 89% 65%-ის წინააღმდეგ. მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა საბოლოოდ პარტიის მოგებისთვის.

შემდეგ რაუნდში ესკობედო ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს შეხვდება, რომელმაც ასევე ორ სეტში ესპანელი ალბერტო ვინოლასი დაამარცხა.

მიუხედავად წაგებისა, ბასილაშვილმა მიიღო 10 სარეიტინგო ქულა და თავისი საბანკო ანგარიში 16,5 ათასი აშშ დოლარით შეავსო.

მონრეალის ტურნირი 13 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხოლო საერთო საპრიზო ფონდი 4 662 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0