10 აგვისტოდან თბილისის კინოთეატრებში გაიმართება შემდეგი სურათების პრემიერები:
"ანაბელის წყევლა: დასაწყისი" (Annabelle: Creation) — აშშ-ში წარმოებული შვედი რეჟისორის, დევიდ ფ. სანდბერგის საშინელებათა ფილმი. შვილის — პატარა გოგონას ტრაგიკულად დაღუპვიდან რამდენიმე წელიწადში მეთოჯინე და მისი მეუღლე სახლში ეპატიჟებიან მონაზონსა და რამდენიმე გოგონას თავშესაფრიდან, რომლებიც მალე მეთოჯინის შეპყრობილი ქმნილების — ანაბელის მიზანი ხდებიან. მთავარ როლებში: მირანდა ოტო, სტეფანი სიგმანი, ლულუ უილსონი, ტალიტა ბეიტმანი და სხვა.
ეს ფილმი გაგრძელებაა 2014 წელს გამოსული ფილმისა "ანაბელის წყევლა". პირველი ფილმის რეჟისორია ჯონ რ.
"ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი" (Valerian and the City of a Thousand Planets) — ცნობილი ფრანგი რეჟისორისა და სცენარისტის, ლუკ ბესონის ფანტასტიკური ფილმი, რომელიც პიერ კრისტინისა და ჟან-კლოდ მაზიერის კომიქსს Valérian et Laureline ეფუძნება. ფილმში აღწერილია 2700 წელი. ვალერიანი და ლორელინი კოსმოსური აგენტები არიან, რომლებიც სამსახურის გამო საეჭვო საქმეში აღმოჩნდნენ ჩართული. მთავარ როლებს ასრულებენ: დეინ დეჰანი, კარა დელევინი, კლაივ ოუენი, იტან ჰოუკი და სხვა. ფილმში ერთ-ერთი როლი შეასრულა ცნობილმა ამერიკელმა პოპ-მომღერალმა რიანამ.
საინტერესო ფაქტები: ლუკ ბესონი ყოველთვის ოცნებობდა კომიქს "ვალერიანი და ლორელინის" მიხედვით ფილმის გადაღებაზე. რეჟისორმა განზრახ გადაიღო ფრანგული კომიქსის მიხედვით ფილმი ინგლისურ ენაზე და ინგლისურენოვანი მსახიობებით. ასე ის შეეცადა, ფილმის აუდიტორია გაეზარდა. ვალერიანის შესახებ კომიქსების იდეაზე დაყრდნობით შეიქმნა ფანტასტიკური ბოევიკი "მეხუთე ელემენტი", რომელიც ასევე ლუკ ბესონმა 1997 წელს გადაიღო ფილმების სერიიდან "ვარსკვლავური ომები".
გასული კვირიდან თბილისის კინოეკრანებზე გამოვიდა დანიელი რეჟისორის, ნიკოლაი არსელის "ბნელი კოშკი" და რეჟისორ ტეილორ შერიდანის "ქარიანი მდინარე".
თბილისის კინოეკრანებზე გადის ასევე ამერიკული ფილმი ჯაშუშებზე "ფეთქებადი აგენტი"(Atomic Blonde), რეჟისორ სოფია კოპოლას ამერიკული დრამატული ტრილერი "ცდუნება"(The Beguiled), კრისტოფერ ნოლანის "დიუნკერკი", ბენი ბუმის ამერიკული ბიოგრაფიული დრამა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის, მსახიობის, პოეტისა და აქტივისტ თუფაქ შაკურის შესახებ "2 PAC: ნამდვილი ამბავი" (All Eyez on Me) და სხვა.
მულტფილმები ბავშვებისათვის — "პატარა გოლიათი" და "საზიზღარი მე 3".
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!