ამინდი საქართველოში: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები

© photo: Sputnikმცხეთა-მთიანეთი
მცხეთა-მთიანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

10 აგვისტო, ხუთშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთ საქართველოში კი შეიძლება წამში 17-22-მდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში  ღამით 20-25 გრადუსი სითბო, დღისით კი 32-37 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით 12-17, დღისით 28-33 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 22-27 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 35-40. მაღალ მთაში ღამით 13-18 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში დროგამოშვებით მოღრუბლულობა იქნება, დღის მეორე ნახევარში კი ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დედაქალაქში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს წამში 17-22 მეტრამდე. ღამით 25 გრადუსი სითბო, დღისით კი 38 გრადუსი იქნება.

11 აგვისტო, პარასკევი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ  საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. საქართველოს მთელი ტერიტორიაზე ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი სითბო, დღისით — 33-38. მაღალ მთაში ღამით 12-17, დღისით 27-32 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 22-17 გრადუსი სითბო, დღისით კი 32-37 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 13-18, დღისით — 18-23 გრადუსი სითბო იქნება.

სინოპტიკოსები თბილისში დროგამოშვებით მოღრუბლულობის მომატებას და ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ. დედაქალაქში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით 27 გრადუსი სითბო, დღისით კი 36 გრადუსი სითბო იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0