ჩინეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია

© AP Photo / Ng Han Guanსასწრაფო დახმარების მანქანა ჩინეთში
სასწრაფო დახმარების მანქანა ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრა რუსეთისა და ყაზახეთის მოსახლეობამაც იგრძნო.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ 13 ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 175 ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
ცენტრალურ იტალიაში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის მაგნიტუდა 6,5-ს შეადგენდა. მოგვიანებით ჩინეთის სეისმოლოგიურმა ცენტრმა დააზუსტა, რომ მაგნიტუდა 8-ს შეადგენდა. ამის შემდეგ დაახლოებით 770 აფტერშოკი დაფიქსირდა.

ჩინეთში მომხდარი მიწისძვრა რუსეთის ზოგიერთ რაიონშიც კი იგრძნეს, მაგალითად ნოვოსიბირსკში. მიწისძვრის ეპიცენტრიდან ნოვოსიბირსკამდე 1170 კილომეტრია.

ალმათში მიწისქვეშა ბიძგები 4 ბალს შეადგენდა МSК-64 შკალით. აქედან ეპიცენტრი 485 კილომეტრით არის დაშორებული. ყაზახი სეისმოლოგების მონაცემებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:28 საათზე (თბილისის დროით 03:28) მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0