ნაღდი ფულით, 100 ათასი დოლარით სავსე შავი კეისი, ასევე „ნაღდი“ მყიდველი და ძაღლების პატრონების რეაქცია შეთავაზებაზე.
იხილეთ სოციალური ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო.
ეს ვიდეო უამრავ თქვენგანს გულს აუჩუყებს, ვიღაცას კი, შესაძლოა, უგუნურებად ეჩვენოს ის ადამიანები, რომლებიც კატეგორიულ უარს ამბობენ ძაღლის 100 ათას დოლარად გაყიდვაზე და შეკითხვაზე, „რატომ?“ პასუხობენ:
— იმიტომ რომ მიყვარს!
— მილიონადაც არ გავყიდი!
— იმიტომ რომ ჩემი ძმაკაცია!
— იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრია!
— იმიტომ რომ კარგი კაცი ვარ!..