საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ტენდერს აცხადებს

© Sputnik / Alexander Imedashvili„საზმაუს“ შენობა
„საზმაუს“ შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები 25 სექტემბრამდე მიიღება.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ტენდერს აცხადებს ახალი შენობის პროექტზე, ნათქვამია „საზმაუს“ ვებგვერდზე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალ კორპუსში განთავსდება ნიუსრუმი, ოთხი პავილიონი და ასევე სამსართულიანი პარკინგი.

გარდა ამისა, იგეგმება კიდევ ერთი შენობის განახლება და ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები 25 სექტემბრამდე მიიღება.

ყველა ახალი ამბავი
0