საქართველოში აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

© FB / Giorgi Margvelashviliმუხათგვერდის ძმათა სასაფლაო
მუხათგვერდის ძმათა  სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგვისტოს ომმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველო სამშაბათს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ცხრა წლისთავს აღნიშნავს, რომლის დროსაც ქართული მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თბილისში მუხათგვერდის სასაფლაო, სადაც 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ასვენია, რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი ხდება. აქ ქვეყნის თითქმის ყველა პოლიტიკური მოღვაწე, რიგითი მოქალაქეები მიდიან და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. საფლავები დილიდან ყვავილებით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებმა და დეპუტატებმა.

© FB / Giorgi Kvirikashviliმუხათგვერდის სასაფლაო
Мухатгвердское кладбище - Sputnik საქართველო
მუხათგვერდის სასაფლაო

„მთელი საქართველოს გულში მათი ხსოვნის სანთელი ანთია“, — განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ამასთან, კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მნიშვნელობა: „ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ვუთხრათ სათქმელი და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილები აღარ გვყავს".

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
Георгий Маргвелашвили на Мухатгвердском кладбище - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

„მე მჯერა, რომ ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვდგავართ დღეს იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავისი სისხლით გადაიხადა", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ დღეს ქვეყანაში სახელმწიფო დაწესებულებებზე საქართველოს დროშები დაშვებულია. არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებს მართავენ.

© FB / Giorgi Margvelashviliმუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით და ყვავილებით შეამკეს
Траурные венки на Мухатгвердском кладбище - Sputnik საქართველო
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით და ყვავილებით შეამკეს

2008 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის შესახებ, ჯარი ორი მიმართულებით შემოიყვანა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება კონტროლქვეშ აიყვანა.

საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს მიიღეს ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0