ექსკლუზიური სამოსი დედებისა და შვილებისთვის – ქართული ტანსაცმლის ბრენდი "სამი"

© მარი შენგელიას პირადი არქივი"სამის" ნამუშევარი
სამის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა

სამმა საუკეთესო მეგობარმა — ქეთევან რატიანმა, ქრისტინე იმედაძემ და მარიამ შენგელიამ იდეა რეალობად აქციეს და ახალი ქართული ბრენდი "სამი" შექმნეს, რომელიც მომხმარებელს ხარისხიან სამოსს მისაღებ ფასად სთავაზობს.

"სამი" ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი ადამიანის მიერ შექმნილი ბრენდია. მეგობრები სამოსის დიზაინზე მუშაობისას ხშირად კამათობენ, თუმცა ერთმანეთის აზრს პატივს სცემენ, ითვალისწინებენ და შედეგიც ამართლებს. ისინი ბრენდის მომხმარებლებს ხშირად ანებივრებენ სიახლეებით, ახალი კოლექციით და სეზონური ფასდაკლებებით.

— ქეთი, რა არის "სამი?“

ქეთი: — "სამი" არის განსხვავებული მოდური სამოსის ახალი ქართული ბრენდი, რომლის ნაწარმიც შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ. როცა ამ ბიზნესს ვიწყებდით, ჩვენი მიზანი იყო, რომ ფასი ყოფილიყო ხელმისაწვდომი და ყველა მსურველს შეძლებოდა სამოსის შეძენა.

© მარი შენგელიას პირადი არქივი"სამის" ნამუშევარი
სამის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
"სამის" ნამუშევარი

— როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და რატომ შეურჩიეთ სახელი "სამი?"

მარიამი: — სახელი "სამი" იმ ადამიანებს გვაერთიანებს, რომლებიც ამ ბრენდზე ვმუშაობთ. სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის ნაფიქრია ის, რაც საბოლოო ჯამში მიდის მომხმარებლამდე. დიდი ხანი გვინდოდა შეგვექმნა ისეთი სამოსი, რომელიც ძალიან მოდური და მოსახერხებელი იქნებოდა.

— გაიხსენეთ, პირველი ნიმუში როგორ შექმენით, რა სამოსი იყო და რამდენად წარმატებული იყო პირველი ნაბიჯები?

ქრისტინე: — პირველი ნიმუშები, რომლებიც "სამისთვის" შევქმენით, გასაყიდად არ გამოგვიტანია. მივხვდით, რომ რაღაც უფრო განსხვავებული იყო საჭირო. დაწყება ძალიან რთულია, როცა არ იცი, რა ტიპის პროდუქტზეა მოთხოვნა. პირველი სამი მოდელი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა. ნაქსოვი კაბა, ხავერდის სპორტული კოსტიუმი და ასევე სპორტული კაბა იყო. მახსოვს, როცა გაყიდვა დავიწყეთ, მოდელების უმეტესობა პირველივე დღეს, "ფეისბუქზე" დადებიდან ერთ საათში გაიყიდა.

© მარი შენგელიას პირადი არქივი"სამის" ნამუშევარი
სამის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
"სამის" ნამუშევარი

— დღეს რას სთავაზობს "სამი" თავის მომხმარებელს?

ქეთი: — დღეს "სამი" მომხმარებელს სთავაზობს ყოველდღიურ სამოს, რომელსაც მარტივად ჩაიცვამთ სამსახურშიც და სახლშიც; მაშინაც, როცა სასეირნოდ მიდიხართ და მაშინაც, როცა წვეულებაზე გეპატიჟებიან. თან ჩვენთან სამოსის შეძენა ძალიან მარტივია. მოგვწერთ "ფეისბუქზე" და ჩვენი კურიერი სახლიდან გაუსვლელად მოგიტანთ რამდენიმე საათში.

თავიდან გვეგონა რომ სამოსის ონლაინ-გაყიდვა არც ისე მოსახერხებელი იქნებოდა მომხმარებლისთვის, მაგრამ საბოლოოდ ამან გაამართლა.

© მარი შენგელიას პირადი არქივი"სამის" ნამუშევარი
სამის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
"სამის" ნამუშევარი

— რა სეგმენტზე გაქვთ გათვლილი, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც "სამის" სამოსს ატარებენ?

მარიამი: — "სამის" სამოსს ერთმანეთისგან სრულიად განსვავებული ადამიანები ყიდულობენ. ბევრი ცნობილი ადამიანი გვიკვეთავს, რომელებიც ძალიან კმაყოფილი არინ ჩვენთან შეძენილი სამოსით: ნინა წკრიალაშვილი, თიკა ფაცაცია, ნინი ბადურაშვილი და ბევრი სხვა ქართველი ვარსკვლავი. ჩვენი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელში 50 ლარს იხდიან და ისინიც, ვინც 5000-ლარიან სამოსს ატარებს. ყველა ერთნაირად კარგად ირგებს "სამის" სამოსს.

© მარი შენგელიას პირადი არქივი"სამის" ნამუშევარი
სამის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
"სამის" ნამუშევარი

— დიზაინის შექმნის გამო თუ გიკამათიათ?

ქრისტინე: — როგორც უკვე ვთქვით, სამივე აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ და სამოსიც სხვადასხვანაირი მოგვწონს, ამიტომ კამათი ხშირია. თუმცა ვცდილობთ, ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ და ამიტომ შედეგი ყოველთვის კარგი დგება. დიზაინზე მუშობისას ვითვალისწინებთ ყველა დეტალს. ვცდილობთ სამოსი იყოს ადვილად მოსარგები გასინჯვის გარეშეც კი.

© მარი შენგელიას პირადი არქივი"სამის" ნამუშევარი
სამის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
"სამის" ნამუშევარი

— როგორი გემოვნებით გამოირჩევიან ქართველი მომხმარებლები, რამდენად პრეტენზიულები არიან და რა სტილს ანიჭებენ უპირატესობას?

ქეთი: — მომხმარებლების უმეტესობა კმაყოფილია, ამიტომ არ მგონია, პრეტენზიული იყოს ქართველი მომხმარებელი. სტილი ყველას თავისი აქვს, ერთი კონკრეტულის გამოყოფა გამიჭირდება. ძალიან კარგად მუშაობს ერთნაირი სამოსი ბავშებისა და დედებისთვის.

© მარი შენგელიას პირადი არქივი"სამის" ნამუშევარი
სამის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
"სამის" ნამუშევარი

— სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ქეთი: — სამომავლო გეგმები „სამის“ გაყიდვების გაზრდას უკაშვშირდება. მოდელების სიუხვით გამოვირჩევით. ყოველ თვე ახალ კოლექციას ვუშვებთ. გვაქვს ფასდაკლებები, რა დროსაც კაბის ფასი 45 ლარიდანაც იწყება.

ქრისტინე: — სამომავლო გეგმებში სამოსის საზღვარგარეთ გატანაც არის. გვაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლა განვიხილავთ მათ. თუმცა პირველ ეტაპზე მაინც გვინდა, რომ ქართული ბაზარი მოვიცვათ სრულად.

მარიამი: — ძალიან მიხარია, რომ ბევრი ცდილობს ქართული სამოსის შეძენას. ეს ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა ახალი ამბავი
0