„ქართულმა ოცნებამ“ ივლისში 1 270 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების ატრიბუტიკა
ქართული ოცნების ატრიბუტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებმა ივლისში 1,3 მლნ ლარი შეადგინა

თბილისი, 8 აგვისტო —  Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა ივლისში მიღებული შემოწირულობების რაოდენობით, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სულ გასულ თვეში ქვეყანაში რეგისტრირებულმა პარტიებმა 1 329 337 ლარი მიიღეს.

აქედან საანგარიშო პერიოდში:

  • „ქართულმა ოცნებამ“ — 1 270 ათასი ლარი;
  • „ევროპულმა საქართველომ“ — 36,2 ათასი ლარი;
  • „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ — 11 ათასი ლარი;
  • „გირჩმა“ — 8,3 ათასი ლარი.

დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისა და თბილისის მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილის ფონდს 3,1 ათასი ლარი გადაერიცხა შემოწირულობების სახით, ხოლო „საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას“ — 268 ლარი.

ყველაზე მცირე თანხები შემოწირულობების სახით მიიღეს პარტიებმა:

  • „საქართველოს მშვიდობისათვის“ — 200 ლარი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 102 ლარი;
  • „რესპუბლიკური პარტია“ — 20 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0