ჭანიშვილი: ეს ფაქტი ხშირად მეუღლესთან კამათის მიზეზიც გამხდარა

© Courtesy by Giorgi Chanishviliგიორგი ჭანიშვილი
გიორგი ჭანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის წარმომადგენელი გიორგი ჭანიშვილი მოგზაურობის შესახებ საუბრობს.
ჭანიშვილი: ეს ფაქტი ხშირად მეუღლესთან კამათის მიზეზიც გამხდარა

„სამსახურიდან გამომდინარე ძალიან ხშირად მიწევს მოგზაურობა. ზოგჯერ ერთი ქვეყნიდან არ ვარ ჩამოსული, უკვე მეორე ქვეყანაში მივფრინავთ. რა თქმა უნდა, ეს არც ისე მარტივია ჩემი მეუღლისთვის, რადგან სულ ლოდინი უწევს. ეს ხშირად კამათის მიზეზიც კი გამხდარა“, — ამბობს გიორგი ჭანიშვილი.

ჭანიშვილის განცხადებით, იგი დაახლოებით 30 ქვეყანაშია ნამყოფი. ეს მოგზაურობები მთლიანად უკავშირდება სპორტის სფეროში მის საქმიანობას. 10 წელია გიორგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0