თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ქართული მასმედიის მონაცემებით, დაღუპულები 17-18 წლის ახალგაზრდები არიან. სიკვდილის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის დგინდება.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.