არჩილ ბადრიაშვილი: მთაში სიარულს ბევრი ალპინისტი ვერ ახერხებს

© FB/ Archil Badriashviliარჩილ ბადრიაშვილი
არჩილ ბადრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბევრი ახალგაზრდა ალპინისტი ექსპედიციაში მონაწილეობას დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებს, განუცხადა ალპინისტმა არჩილ ბადრიაშვილმა „Sputnik–საქართველოს“.
არჩილ ბადრიაშვილი: მთაში სიარულს ბევრი ალპინისტი ვერ ახერხებს

„ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ის არის, რომ ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მთაში სიარულს, ბევრს ვიცნობ, რომლებსაც უნდათ ექსპედიციაში მონაწილეობა, მაგრამ ჰყავთ ოჯახი, აქვთ სამუშაო და ვერ უთმობენ ბევრ დროს ვარჯიშს“, — აღნიშნა არჩილ ბადრიაშვილმა.

8 აგვისტოს ალპების უმაღლესი მწვერვალის მონბლანის პირველი დამპყრობლების პატივსაცემად ალპინისტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საბჭოთა კავშირში ალპინისტთა მოძრაობა სხვადასხვა რესპუბლიკიდან ათასობით ადამიანს აერთიანებდა, ალპინისტებზე იღებდნენ ფილმებს, თხზავდნენ სიმღერებს, მთებში წასვლა მათი სიმამაცის შემოწმებაცა და ასევე კომუნისტური იდეოლოგიისგან ერთგვარი გაქცევაც იყო.

ყველა ახალი ამბავი
0