თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უშანგი ჩხეიძის, უზნაძის და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.