თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისის ზოოპარკში ძველ ატრაქციონს ხის დიდი ტოტი დაეცა, რამაც მოკლე ჩართვა და ხანძარი გამოიწვია, განუცხადა Sputnik-საქართველოს ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ.
„არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ“, — განმარტა შარაშიძემ.
ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები.
წინასწარი ინფორმაციით, აალება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ამ დროისათვის მაშველები იმ ხეს ჭრიან, რომელიც ცეცხლის გაჩენის მიზეზი გახდა.
ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს!