პოლიციამ განმუხურში ირანელი ნარკოდამნაშავე დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია შემთხვევის ადგილზე
პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ დაკავებულს შემოწმებისას მარიხუანის, მდმა-სა და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ განმუხურში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ნარკოდანაშაული ედება ბრალად, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

„1981 წელს დაბადებული ს.რ-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა-ს“ შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულს შემოწმებისას მარიხუანის, მდმა-სა და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით).

ყველა ახალი ამბავი
0