ამინდი საქართველოში: 8-9 აგვისტო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბაგირო გზა თბილისში
საბაგირო გზა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები თბილისში +40 გრადუსამდე სიცხეს პროგნოზირებენ

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს რეგიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ხოლო თბილისში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსამდე იქნება.

8 აგვისტო

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროდადრო ძლიერი მოღრუბლულობა. დაუბერავს 8-13 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი სითბო, დღისით — 35-40. 

მაღალ მთაში ღამით +12-17, დრისით — 21-26 გრადუსი სითბო.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი სითბო, დღისით კი 31-36 გრადუსი. ზოგ რაიონში ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს.

მაღალ მთაში ღამით 15-20 გრადუსი, დღისით კი 30-35 გრადუსი იქნება.

თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობა, მაგრამ ძირითადად უნალექოდ. დაუბერავს 8-13 მ/წმ სიმძლავრის ქარი. ღამით 23 გრადუსი სითბო, დღისით კი 39 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

9 აგვისტო

დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი სითბო, დღისით — 35-40 გრადუსი. 

მაღალ მთაში ღამით 12-17 გრადუსი, დღისით კი 26-31 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი სითბო, დღისით კი 31-36 გრადუსი.

მაღალ მთაში ღამით 13-18 გრადუსი, დღისით კი 28-33 გრადუსი იქნება.

თბილისში ძირითადად უნალექოდ. დროდადრო მოღრუბლულობა. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი. ღამით 23 გრადუსი სითბო, დღისით კი 40 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0