თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილთან" ახლოს ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. იწვოდა გამხმარი ბალახი, ბუჩქები და გამოყენებული საბურავები. ხანძრის ფართობი დაახლოებით 2 ჰექტარი იყო.
© Sputnik / Alexander Imedashviliხანძარი დიდ დიღომში
ხანძარი დიდ დიღომში
ადგილზე ცეცხლს ებრძოდა 70 მაშველი მეხანძრე და 10 სახანძრო ბრიგადა. დაშავებულები არ არიან.