თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, იწვის გამოყენებული საბურავები და ბალახი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო ბრიგადა.
ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.