8 აგვისტოს ალპების უმაღლესი მწვერვალის, მონბლანის პირველი დამპყრობლების პატივსაცემად ალპინისტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საბჭოთა კავშირში ალპინისტთა მოძრაობა სხვადასხვა რესპუბლიკიდან ათასობით ადამიანს აერთიანებდა, ალპინისტებზე იღებდნენ ფილმებს, თხზავდნენ სიმღერებს, მთებში წასვლა მათი სიმამაცის შემოწმებაცა და ასევე კომუნისტური იდეოლოგიისგან ერთგვარი გაქცევაც იყო.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე სპორტული კლდეზე ცოცვა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევა.
ვინ მოდის დღეს ალპინიზმში, დაკავებული არიან თუ არა კლდეზე ცოცვითა და მთამსვლელობით სკოლებში, როგორ იღებენ ალპინისტებს დსთ-ის ქვეყნებიდან საქართველოსა და ყირგიზეთის მთებში, ამაზე ვიდეოხიდის მონაწილეები ისაუბრებენ:
თბილისში:
— ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი
მინსკში:
— ბელარუსის ალპინიზმის ფედერაციის თავმჯდომარე ალექსანდრ გოდლევსკი,
— ბელარუსის ალპინიზმის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ვირტი.
ბიშკეკში:
— ყირგიზეთის ალპინისტთა კლუბის თავმჯდომარე ვლადიმირ კომისაროვი,
— ცნობილი ყირგიზი ალპინისტი, ევერესტისა და სხვა მწვერვალების დამპყრობი მიხაილ მიხაილოვი (ვაჟი),
— ცნობილი ყირგიზი ალპინისტი, სპორტის ოსტატი მთიან ტურიზმში, უმაღლესი მწვერვალების დამპყრობი მიხაილ მიხაილოვი (მამა).
კიშინიოვში:
— ალპინისტი, სამთო კლუბის დირექტორი ტატიანა კოპტინა,
— ალპინისტი, სამთო კლუბის მთავარი მწვრთნელი ანდრეი ხოხლოვი.
ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.
მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com