200-ზე მეტი ახალგაზრდა ეკობანაკებში ტურებით დაჯილდოვდება
„პროექტში გამარჯვებული 200-ზე მეტი ახალგაზრდა ეკობანაკებში ტურებით ჯილდოვდება“, — აღნიშნა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.