„შრომის უსაფრთხოების“ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოებს შენიშვნები აქვთ

გამოწერა
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონმა ინსპექტორს დაბრკოლებები არ უნდა შეუქმნას, მიაჩნია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორს ლინა ღვინიანიძეს.
„შრომის უსაფრთხოების“ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს შენიშვნები აქვს

„შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ასევე გაცილებით მაღალი უნდა იყოს ჯარიმების ოდენობაც, ვიდრე ამას ახლანდელი ვერსია ითვალისწინებს“, — მიაჩნია ლინა ღვინიანიძეს.

„შრომის უსაფრთხოების“ კანონთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრები გრძელდება. ჯგუფის წევრები დასაქმებულთა უფლებებისა და ვალდებულებების საკითხებზე, უსაფრთხოების პრევენციის მექანიზმებზე, შრომის უსაფრთხოების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკასა და კომპეტენტური უწყებების მიმართულებებზე მსჯელობენ.

ყველა ახალი ამბავი
0