„Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმეტესობას თანხის ონლაინ გამომუშავება არ უცდია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდა მამაკაცი
ახალგაზრდა მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველომ" გამოარკვია, შოულობს თუ არა ინტერნეტის მეშვეობით მკითხველი ფულს.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმეტესობას ინტერნეტით ფულის შოვნა არ უცდია, ამაზე მეტყველებს ახალი ამბების სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე „ცდილობთ ინტერნეტის საშუალებით ფულის შოვნას?" 52,9%-მა უპასუხა, რომ არ უცდია; 23,5%-მა არ იცის, რომ ამ გზით ფულის შოვნა შეიძლება; ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის 17,6%-ს, ხოლო რესპონდენტების 5,9% ფულს ონლაინ ნორმალურად გამოიმუშავებს.

ინტერნეტ-სივრცე დიდი ხანია, ფართო ბიზნეს-გარემოდ იქცა. ამჟამად ინტერნეტში თანხის შოვნის რამდენიმე ასეული სხვადასხვა საშუალება არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0