სომხეთიდან საქართველოში 10 ათას კილოზე მეტი ცოცხალი კიბორჩხალის შემოტანას ცდილობდნენ

© photo: Sputnik / Игорь Зарембо / გადასვლა მედიაბანკშიკიბორჩხალები
კიბორჩხალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქის დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ მას ხილი გადაჰქონდა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სომხეთის მოქალაქე საქართველოში უკანონოდ 10 ათას კილოგრამზე მეტი ცოცხალი კიბორჩხალისა და 1,1 ათასი კილოგრამი შებოლილი თევზის შემოტანას ცდილობდა, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კონტრაბანდული პროდუქცია საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "სადახლოზე" აღმოაჩინეს. გამოძიების მონაცემებით, სომხეთის მოქალაქის დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ მას ხილი გადაჰქონდა, მაგრამ როდესაც წესრიგის დამცველებმა სომხეთის მცხოვრების კუთვნილი სატვირთო ავტომობილის კამერა-მაცივარი გახსნეს, იქ კიბორჩხალები და თევზი აღმოაჩინეს.

უკანონო საქონლის საბაჟო ღირებულება 35 310 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0