ხიროსიმაში ბირთვული აფეთქებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიხიროსიმა
ხიროსიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხიროსიმაში, მშვიდობის პარკში გამართულ მემორიალურ ცერემონიას 80 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა

თბილისი, 6 აგვისტო-Sputnik. ზუსტად 72 წლის წინ, ამერიკულმა ბომბდამშენმა B 29 Enola Gay-მ ხიროსიმაში ჩამოაგდო ატომური ბომბი. იაპონიის ქალაქში ბირთვული აფეთქების მსხვერპლთ პატივი მიაგეს, იუწყება РИА Новости.

1945 წლის აგვისტოში ამერიკელმა მფრინავებმა იაპონიის ქალაქებში ხიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბები ჩამოყარეს. აფეთქებისა და მის შემდგომ შედეგებს ხიროსიმაში 140 000 ადამიანი ემსხვერპლა, ნაგასაკში-74 000. ბირთვული აფეთქების მსხვერპლთა დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მაცხოვრებელი იყო.

მოსახსენიებელი ცერემონია დაიწყო მშვიდობის პარკში ადგილობრივი დროით 08.00 სთ-ზე. ზუსტად 08.15 სთ-ზე, როდესაც 600 მეტრის სიმაღლეზე ხიროსიმას თავზე 13-დან 18 კილოტონამდე სიმძლავრის ატომური ბომბი აფეთქდა- წუთიერი დუმილი გამოცხადდა.

მოსახსენიებელ ღონისძიებაში, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ბირთვული იარაღის აკრძალვის მსოფლიო დღედ მიიჩნევს, მონაწილეობა მიიღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ, ხიროსიმას მერმა კადზუმი მაცუიმ, იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და 80 ქვეყნის დიპლომატებმა.

ხიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების ერთადერთი შემთხვევაა.


ყველა ახალი ამბავი
0