თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. დღეიდან დედაქალაქს დასუფთავებისათვის განკუთვნილი ახალი სპეციალური ტექნიკა მოემსახურება, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური.
როგორც ცნობილია, „თბილსერვის ჯგუფმა“ 2017 წლის დასაწყისში 29 ნაგავმზიდი შეიძინა, რომლის ექსპლოატაციაში გაშვებაც ეტაპობრივად განხორციელდა.
ახალი ნაგავმზიდი მანქანები, რომელიც მოძველებულ და მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს, დედაქალაქში განთავსებული ნაგვის კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება.

