ვენესუელაში სამხედრო ბაზაზე ტერაქტი მოხდა

© REUTERS / Ueslei Marcelinoვენესუელის უსაფრთხოების ძალები
ვენესუელის უსაფრთხოების ძალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტული თავდასხმა მოხდა სამხედრო ბაზაზე ვენესუელის ქალაქ ვალენსიაში.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. რამდენიმე ადამიანია დაკავებული ვენესუელაში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости  სააგენტო  „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით.

​ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტ დიოსდადო კაბელიოს თქმით, „ტერორისტული“ თავდასხმა სამხედრო ბაზა  პარამაკაიზე (Paramacay) მოხდა. კაბელიომ „ტვიტერის“ მიკრობლოგში დაწერა, რომ სამხედროებმა ოპერატიული ზომები მიიღეს, რათა ბაზაზე სიტუაცია კონტროლზე აეყვანათ.

სააგენტოს მონაცემებით, მანამდე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ აცხადებს აჯანყების შესახებ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელთაგან ზოგი ავტომატითაა შეიარაღებული.

ერთ-ერთი მებრძოლი კი, რომელიც ვიდეოჩანაწერში თავს  კაპიტან ხუან კაგვარიპანოდ წარადგენს, აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვედანაყოფი, რომელიც არ დაეთანხმება მათ მოწოდებას ამბოხებისკენ, საბრძოლო სამიზნედ გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0