უბედური შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112 სამსახური
112 სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილი, რომელშიც მძღოლი იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპლიტეტში. კალასა და უშგულის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.

თვითმხილველების განცხადებთ, მანქანაში მარტო მძღოლი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურები და საპატრულო პოლიცია.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

ყველა ახალი ამბავი
0