ხობის მონასტერში ივერიისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს

© photo: courtesy of Jemal Ghambashidzeხობის მონასტერში ივერიისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს
ხობის მონასტერში ივერიისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხატები ტაძარში 13აგვისტომდე იქნება დაბრძანებული და მრევლს ერთი კვირის განმავლობაში ექნება მოლოცვის საშუალება.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ხობის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერში  დღეს აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს.
ხატები ტაძარში 13აგვისტომდე იქნება დაბრძანებული და მრევლს ერთი კვირის განმავლობაში ექნება მოლოცვის საშუალება.

აწყურისა და ივერიის ხატები - Sputnik საქართველო
მესტიაში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს ჩააბრძანებენ

აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების საქართველოს რეგიონების ტაძრებში მოგზაურობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 28 მაისიდან დაიწყო და ერთ წელიწადსა და ოთხ თვეს გასტანს.

აღნიშნული ღონისძიება რამდენიმე საიუბილეო თარიღს უკავშირდება: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 80 წლისთავს.

ყველა ახალი ამბავი
0