ნინო კასრაძე: ეს იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სპექტაკლი
„იყო ასეთი სპექტაკლი „ფრანკენშტეინი“, რომელიც დათო საყვარელიძემ დადგა მარჯანიშვილის თეატრში. მსახიობი ზურა სტურუა თამაშობდა ჯუჯას როლს“, — იხსენებს კასრაძე.
მსახიობის თქმით, ეს მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სპექტაკლი იყო. სულ უკვირდა და ეკითხებოდა სტურუას, როგორ ახერხებდა ასეთ გარდასახვას და ჯუჯა ადამიანის როლის ასე შთამბეჭდავად შესრულებას.