საქართველოს მოქალაქე თურქეთში მომხდარ ავტოავარიაში დაშავდა

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე მოხვდა თურქეთის საავადმყოფოში, მას შემდეგ რაც ავტობუსი, რომლითაც მგზავრობდა, გადაბრუნდა.

თბილისი, 5 აგვისტო-Sputnik. საქართველოს მოქალაქე იმ 36 დაზარალებულს შორისაა, რომლებიც თურქეთის ქალაქ მერზიფონში ავტობუსის ავარიაში მოყვნენ, იუწყება პირველი არხი.

სამგზავრო ავტობუსი, რომელიც სტამბულიდან სამსუნში მიემართებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. 5 ადამიანი გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი თურქეთში - Sputnik საქართველო
თურქეთში მომხდარ ავარიაში დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ფეხი მოკვეთეს

საქართველოს მოქალაქე, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ.

თურქეთი ლიდერობს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც საქართველოს მოქალაქეები დასასვენებლად მიემგზავრებიან. 2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, თურქეთში იმყოფებოდა საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე.

 

ყველა ახალი ამბავი
0