5 აგვისტო — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ორი პირი დააკავეს, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.
დაკავებულები არიან 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ს.ზ.-ს 24 აბი „ექსტაზი“ აღმოუჩინეს, ხოლო დ.ნ.-ს — 14 აბი „ექსტაზი“ და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ „მდმა-ს“ (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შეიცავს.
ორივე ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება დაწყებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხ დღეში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.