მკალავიშვილი: დედა სულ მაფრთხილებდა, მისი საკერავი მანქანისთვის ხელი არ მეხლო

© FB/ ეგბაციალა მკალავიშვილის ხელნაკეთი ჩანთა
ციალა მკალავიშვილის ხელნაკეთი ჩანთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერი ციალა მკალავიშვილი იხსენებს, როგორ ისწავლა კერვა და როგორ დაუფლა დიზაინერის პროფესიას.
მკალავიშვილი: დედა სულ მაფრთხილებდა, მისი საკერავი მანქანისთვის ხელი არ მეხლო

„როცა პატარა ვიყავი და  დედა კერავდა, ჩუმად ვუყურებდი, შემდეგ მივეპარებოდი მის საკერავ მანქანას და თავადბ ვკერავდი. დედა სულ მაფრთხილებდა, რომ მისი საკერავი მანქანისთვის ხელი არ მეხლო, მაგრამ მე მაინც ვეპარებოდი. კერვას რომ მოვრჩებოდი, ისე ვახვედრებდი მანქანას, რომ არ მიმხვდარიყო“, — ამბობს მკალავიშვილი.

ქალბატონი ციალა 15 წელია დიზაინის სფეროში მოღვაწეობს. წლების წინ ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესდა, შემდეგ ჩანთების შექმნა დაიწყო. მის მიერ შექმნილი ჩანთების კოლექცია ქართულ ბაზარზე  სულ ახლახან გამოვიდა და მომხმარებლების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0