საქართველოდან თურქეთში ასობით ტელეფონისა და საათის უკანონოდ გადატანას ცდილობდნენ

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეფონებისა და მაჯის საათების კონტრაბანდისთვის დაკავებულს საქართველოში შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მამაკაცი საქართველოდან თურქეთში, საბაჟოს გვერდით ავლით სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ასეულობით მობილური ტელეფონისა და მაჯის საათის გატანას ცდილობდა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც მის ავტომობილში 700 მობილური ტელეფონი და 500 მაჯის საათი აღმოაჩინეს. კონტრაბანდულ პროდუქციას ბრალდებული სამალავში მალავდა.

საქონლის საბაჟო ღირებულება 19,8 ათასი ლარია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 214-ე მუხლით "საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით", რაც ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0